Digital Project Manager Mentor GEO
Academy of Digital Industries · Tbilisi, Georgia
About The Role
ADI-ის შესახებ
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
Სამუშაო აღწერილობა
ჩვენ ვეძებთ ამბიციურ და გამოცდილ ციფრული პროექტების მენეჯერს Academy of Digital Industries-ის გუნდში მენტორის პოზიციაზე. ამ როლში თქვენ იქნებით პასუხისმგებელი სასწავლო პროგრამის დახვეწაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. თქვენი გამოცდილება დაეხმარება მომავალ პროექტის მენეჯერებს რეალური ინდუსტრიული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე მეთოდოლოგიების ათვისებაში.
ძირითადი მოვალეობები
- სტუდენტებისთვის ცოდნის გაზიარება, მენტორობა და მათ პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა;
- ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების წარმართვა დეტალური სილაბუსის მიხედვით, რაც მოიცავს აქტიურ დისკუსიებსა და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას;
- Agile და Scrum მეთოდოლოგიების პრაქტიკული სწავლება და რეალურ პროექტებში მათი ინტეგრირება;
- პროექტების მართვის თანამედროვე ხელსაწყოების (Jira, Asana, Trello და სხვა) გამოყენების დემონსტრირება და სტუდენტების დახმარება მათ ათვისებაში;
- სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - რეალური ქეისების გამოყენებით;
- სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;
- ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;
- დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება;
- ინოვაციურობის და შემოქმედებითი გარემოს წახალისება ვორქშოპების მიმდინარეობის პროცესში.
This is an external listing. JobSpring does not represent or verify the employer. Report this listing
JobSpring